LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიქნები იქ, სადაც ასახული იქნება ხალხის ინტერესი, ეს არის პრინციპულად გადამწყვეტი ჩემთვის“ – ნიკა მელია მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავს

138
ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავს. მისი განცხადებით, შეხვედრაზე პარტიაში შექმნილ არასახარბიელო ვითარებაზე, ქვეყანაში შექმნილ მძიმე კრიზისულ ვითარებაზე და ამ კრიზისის დაძლევის გზებზე ისაუბრებენ.

როგორც ნიკა მელია აცხადებს, „იქნება იქ, სადაც იქნება ხალხის ინტერესი ასახული, რადგან ეს მისთვის პრინციპულად გადამწყვეტია“.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის და ათასობით თანამოაზრისთვის. დღეს შევიკრიბეთ თანამოაზრეები, მეგობრები, რომლებსაც არა მარტო გვინდა უკეთესი სახელმწიფო და მომავალი, არამედ გვჯერა მომავლის, წარმატების, რომ გამარჯვება იქნება და ამაში საკუთარ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ, ქვეყნის გამარჯვების საქმეში. აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა ამ ფორმატში შეკრება, სადაც ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ, პარტიაში შექმნილ რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო ვითარებაზე, ქვეყანაში შექმნილ მძიმე კრიზისულ ვითარებაზე და როგორ ვხედავთ ამის დაძლევის გზებს.

კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ თანამოაზრეებმა ერთად და არა ორმა და ხუთმა  ადამიანმა. ვხედავთ, რომ იმაზე მეტი თანამოაზრე მოვიდა, ვიდრე ველოდით და ძირითადად, აქ არის თბილისიდან თანამოაზრეები და მხოლოდ დაახლოებით 150 ადამიანი რეგიონებიდან. ვნახოთ, შევხედოთ, შეიძლება. გახდეს საჭირო დამატებითი შეხვედრები სხვადასხვა ქალაქში, ეს ყველაფერი დამოკიდებულია შეხვედრის მიმდინარეობაზე და გადაწყვეტილებებზე, რომელსაც მივიღებთ. მე ვიქნები იქ, სადაც იქნება ხალხის ინტერესი ასახული პოლიტიკაში, ეს არის პრინციპულად გადამწყვეტი ჩემთვის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები