„საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი – ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეირჩა“ – ამის შესახებ ნათქვამია საპროკურორო საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საბჭომ, „საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-4 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კენჭისყრა დღეს ჩაატარა.
მათივე ცნობით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი – ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეირჩა.
საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია. 2024 წლის 10 ივლისს, საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-4 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კენჭისყრა ჩაატარა. 🔗 http://pc.gov.ge/News/Detail?newsId=5100&fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTAAAR2uLgw43ynLcwfjdcPYo9Vgp4b0km3ftIjzLJDsmBWdK2AsNeVTVbVLl6k_aem_3vqcMB0z0ZNWbpOD0-Iozg
Posted by საპროკურორო საბჭო / Prosecutorial Council on ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2024
„საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა კენჭისყრის შედეგები შემდეგია: ვიქტორ ახალბედაშვილი – 9 ხმა, დავით ბარბაქაძე – 1 ხმა, ლალი ბუნტური – 0 ხმა, დარეჯან ბუცხრიკიძე – 10 ხმა, გიორგი გაბიტაშვილი – 11 ხმა, ალექსანდრე კობაიძე – 0 ხმა, ანდრონიკ სარიბეკოვი – 1 ხმა.აღნიშნული მონაცემებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი – ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეირჩა.გენერალური პროკურორობის კანდიდატებს 11 ივლისს, 11:00 საათზე, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კენჭისყრის პროცესი საპროკურორო საბჭოს ფეისბუქ-გვერდზე „ლაივ სტრიმით“ გადაიცემა“ – აღნიშნულია ინფორმაციაში
🔷 საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია 2024 წლის 10 ივლისს, საპროკურორო…
Posted by საპროკურორო საბჭო / Prosecutorial Council on ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2024
ცნობისთვის, 23 მაისს, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო, მკურნალობის პროცესს გადის და ამ მიზნით, საზღვარგარეთ იმყოფება.