LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორ მედვედჩუკმა პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა – რა თქვა დაკავებულმა უკრაინელმა ოლიგარქმა

185
Untitled design (7)

ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობარმა, დაკავებულმა უკრაინელმა ოლიგარქმა ვიქტორ მედვედჩუკმა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

პუტინის შვილის ნათლია და ახლო მეგობარი ვიქტორ მედვედჩუკი დაკავებულია – უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მედვედჩუკის ჩვენება “ნახშირის” და “მილსადენის” საქმეებს უკავშირდება.

“პუტინის ქალიშვილის ნათლია დეტალურად აღწერს უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის როლს ეგრეთ წოდებულ ქვანახშირის ბიზნესში, ასევე სამარა-დასავლეთის მილსადენის საქმეში”, – წერს მედია.

როგორც მედვედჩუკმა აღნიშნა, პოროშენკომ არა მხოლოდ მიმართა მედვედჩუკს რუსეთის ხელმძღვანელობასთან დაკავშირების თხოვნით, არამედ უზრუნველყო უკრაინის ყველა ინსტანციაში აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღება.

“იმისათვის, რომ ეს მილსადენი კერძო საკუთრება და ფაქტობრივად, თავად პოროშენკოს საკუთრება გამხდარიყო, საჭირო იყო სხვადასხვა ქმედება. სასამართლოები, პროკურატურა, ანტიმონოპოლიური კომიტეტი, სახელმწიფო ქონების ფონდი, ყველა მათგანმა მიიღო გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, ისეთი, რაც აუცილებელი იყო პრეზიდენტ პოროშენკოს პირადი ინტერესებისთვის”, – განაცხადა მედვედჩუკმა.

ოლიგარქის თქმითვე, მილსადენის ერთწლიანი მუშაობის შედეგად, მისმა მფლობელებმა ორჯერ მეტი შემოსავალი მიიღეს. მედვედჩუკის თქმით, შემოსავალი 42 მილიონ დოლარს შეადგენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g