LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვირჩევთ ევროპას, სტაბილურობას, კოალიციურ მმართველობას – თითოეული მოქალაქე დღეს ქვეყნის მმართველია! თუ ცვლილება არ მოხდა, ჩვენი მომავალი გაურკვეველია…“ – თემურ ჭყონია შვილთან ერთად საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა

127
თემურ ჭყონია

საპარლამენტო არჩევნებზე ბიზნესმენი თემურ ჭყონია შვილთან, სოფო ჭყონიასთან ერთად იმყოფებოდა და საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანიც დააფიქსირა. როგორც თემურ ჭყონიამ მედიასთან საუბრისას განაცხადა, თითოეული მოქალაქე დღეს ქვეყნის მმართველია, რომლებმაც სწორი არჩევანი უნდა გააკეთონ.

მისი განცხადებით, საქართველო ტოტალურ იზოლაციაშია, რომელსაც არავინ ელაპარაკება და ამიტომ არის საჭირო მოქალაქეებმა საარჩევნო უბნებზე სწორი არჩევანი დააფიქსირონ.

„თითოეული მოქალაქე დღეს ქვეყნის მმართველია. მათ ხმაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ქვეყნის წარმატება, ჩვენი ქვეყნის იმიჯი. ჩვენ არჩევანზეა დამოკიდებული, რა ქვეყანა ვართ ჩვენ, უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველოს მოქალაქე არის თანამედროვე შეხედულების თანამოზიარე, რაც არის მსოფლიოში.

ვირჩევთ ევროპას, სტაბილურობას, კოალიციურ მმართველობას, მმართველობის ახალ სისტემას, რაც ძალიან საინტერესო და უმნიშვნელოვანესია. ეს ცვლილება თუ არ მოხდა, ჩვენი მომავალი გაურკვეველია. ტოტალურ იზოლაციაში ვართ, არავინ გველაპარაკება და რატომ გგონიათ, რომ არასწორი არჩევანის გაკეთების შემთხვევაში დაგველაპარაკებიან? ამიტომ, სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ ჩვენ მათი თანამოქალაქეები ვართ. თითოეული ადამიანი დღეს საქართველოს მთავრობის წევრია“, – აცხადებს თემურ ჭყონია.

ცნობისათვის, დღეს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს – ამომრჩევლებმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყეს.

პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ტარდება – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g