LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის დაასაქმებს სახელმწიფო იანვრიდან

164
Why-Business-Management

საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის თანახმად, რომელიც პიროვნების განვითარების თავისუფლებას გულისხმობს, აღნიშნულია, რომ ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. აქვე, ოღონდ 26-ე მუხლში კი ნათქვამია, რომ ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება, შრომის უსაფრთხო პირობები და სხვა შრომითი უფლებები, რომელიც დაცულია ორგანული კანონით. რას ნიშნავს იყო საქართველოში დასაქმებული და ზოგადად შრომის უფლებები რამდენად დაცულია ჩვენს ქვეყანაში, ეს საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის მუდმივი დავის საგანია, რომელსაც ხშირად დარღვევების გამო ხალხი ხან ქუჩაში გამოჰყავს, ხანაც სამუშაოებს გაფიცვის მიზნით წყვეტენ. ამის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს მიმდინარე წელს ტყიბულიში გამართული აქციები და მოთხოვნები.

ზოგადად რას გვთავაზობს სახელმწიფო დასაქმების თვალსაზრისით, ამაზე შესამაბისმა უწყებამ მუშაობა დიდი ხნის წინ დაიწყო, თუმცა „ქართული ოცნების“ პრიორიტეტი – დასაქმების თემა, დღემდე „პრიორიტეტად“ დარჩა.

საქართველოდან გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლა გადაიდო – გახარია 2 500 ახალ სამუშაო ადგილს გვთავაზობს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილემ და დასაქმების სააგენტოს უფროსის მოვალეობის  შემსრულებელმა თამარ  ბარკალაიამ შრომის ბაზრის  პრიორიტეტებსა და ბაზრის დივერსიფიკაციის  საკითხებზე ტელეკომპანია „იმედში“  ისაუბრა და განაცხადა, რომ ამაზე მუშაობა ჯერ კიდევ 5 წლის  წინ დაიწყო, რომ მთავრობის პრიორიტეტი არის აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკა. ეს კი ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ჩართულობა უმუშევრობის დაძლევაში მნიშვნელოვანია.

მისივე განმარტებით, 2015  წლიდან  გადაიდგა  პირველი ნაბიჯები  აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის მიმართულებით.  ჩამოყალიბდა  პირველადი,  ე.წ.  საშუამავლო სერვისები რთულად დასაქმებადი კატეგორიისთვის, რაც  მოიცავს მომზადება-გადამზადების მოკლევადიან კურსებს,, კვალიფიკაციის ამაღლებას, ინდივიდუალურ კონსულტაციებს სამუშაოს მაძიებლებისთვის და ა.შ.

რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით  ერთის მხრივ არის ვაკანსიები, რომელზეც ცალსახად არის მოთხოვნა და დამსაქმებელს არ ყავს კვალიფიციური კადრი. მერეს მხრივ, არიან უმუშევრები, მაგრამ ისინი ვერ აკმაყოფილებემ  დამსაქმებლის მოთხოვნებს.

ფიზიკა-მათემატიკაში ვამზადებდი აბიტურიენტებს, ამით ვცხოვრობდი – ბიძინა ივანიშვილი (ვიდეო)

„ამ პროცესში ერთვება სახელმწიფო და ცდილობს მაქსიმალურად მოამზადოს კადრები შრომის ბაზრისთვის. ამ მიზნით, განათლების სამინისტროში უკვე მეორე წელია მიმდინარეობს სამუშაოს მაძიებელთა ინტენსიური მომზადება-გადამზადების და პროფკოლეჯების ხარისხის ამაღლება. თუმცა გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევა არის საჭირო იმისათვის, რომ პროფესიული სასწავლებლებისკენ მივმართოთ მოსახლეობა. სწორედ ამიტომ შეიქმნა დასაქმების სააგენტო. მისი მიზანია სამუშაოს მაძიებელთა ინფორმირება იმ სერვისების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო მოქალაქეებს სთავაზობს. გარდა იმისა, რომ სააგენტოში მოსახლეობას მიეწოდება ამომწურავი ინფორმაცია გადამზადების პროგრამების შესახებ, ერთი  ფანჯრის პრინციპით ადამიანები მიიღებენ ინფორმაციას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებისა და სხვა სახელმწიფო სერვისების შესახებ“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, დასაქმების სააგენტო 2020 წლის 1 იანვრიადან ამოქმედდება და სერვისები ხელმისაწვდომი იქნება 15 ტერიტორიულ ერთეულში. მათ შორის 5 თბილისში და 10 რეგიონებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები