მომღერალი მაია დარსმელიძე ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის სავარაუდო შეწყვეტასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„იმდენი გადის ქვეყნიდან და ეგრევე თავშესაფარს ითხოვს, რომ ევროკავშირმა ამ კატასტროფულად დიდი მაჩვენებლის გამო უვიზო მიმოსვლას გადავხედავთო. ნახეთ, რა უქნეს ქვეყანას ძაააააან ძაან პროდასავლურმა ქოცებმა?
იმდენად ააყვავეს, რომ ხალხი პანტაპუნტით გარბის. @@@
ვის გახსოვთ, როდის გარბოდა ქვეყნიდან ამ რაოდენობის ხალხი?
დაგრჩათ შეკითხვები?“, – წერს მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში.