ცხენის წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ახალი რომანტიკული ურთიერთობებისა და სიყვარულის გაღრმავების პერიოდია. მიხეილ ცაგარელის პროგნოზის მიხედვით, ზოგი ნიშანი წლის პირველ ნახევარში ისარგებლებს სიყვარულის შანსებით, ზოგისთვის კი წლის მეორე ნახევარი ყველაზე ხელსაყრელი იქნება.
„ფორტუნასთან“ ინტერვიუში მიხეილ ცაგარელმა რამდენიმე ზოდიაქოს ნიშანი გამოყო.
სიყვარული, ფული და გარდამტეხი გადაწყვეტილებები – როგორი იქნება 2026 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის: მიხეილ ცაგარელის პროგნოზი
როგორც მიხეილ ცაგარელი „ფორტუნასთან“ ცხენის წელი აქტიურობას, ცვლილებებსა და გააზრებულ ნაბიჯებს მოითხოვს.
ვერძი – წლის მეორე ნახევარი სიყვარულის დროა. შესაძლებელია ახალი რომანტიკული გაცნობა ან უკვე არსებული ურთიერთობის გაღრმავება. აუცილებელია ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედება.
კურო – წლის პირველ ნახევარში ახალი პარტნიორის გაცნობის შანსი არსებობს, ხოლო ივლისის შემდგომ პერიოდში საქორწინო ან საოჯახო ურთიერთობა ჩამოყალიბდება. ინტუიციასა და აქტიურობას დიდი მნიშვნელობა ექნება.
კირჩხიბი – სასიყვარულო ურთიერთობებში წარმატების დროა წლის პირველ ნახევარში. გადასარევი პერიოდია ოჯახის შექმნისთვის, სასიყვარულო ურთიერთობების განვითარებისა და გამრავლებისთვის. აქტიურობა, ლიდერული თვისებები და ინიციატივა შედეგიანობას უზრუნველყოფს.
ლომი – სიყვარულში ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი იწყება ივლისის ბოლოდან და გაგრძელდება 2027 წლის ივლისამდე. დროა საკუთარი გრძნობების გამოხატვისა და ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
მორიელი – წლის პირველ ნახევარში მოგზაურობა და უცხოელებთან კონტაქტი ხელს უწყობს სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებას ან გაღრმავებას. სწორედ მოგზაურობისას არის შესაძლებელი სასიყვარულო პარტნიორის გაცნობა.
თევზები – წლის პირველი ნახევარი იდეალურია სიყვარულისთვის. შესაძლებელია ახალი რომანტიკული ურთიერთობების დაწყება. საუკეთესო დროა ქორწინებისთვის.
რა სახის აქტიურობას, ცვლილებებსა და გააზრებულ ნაბიჯებს მოითხოვს ცხენის წელი – იხილეთ ვრცლად ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
