აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გუშინ, 3 ივლისს, სახალხო მოძრაობა “შინ ევროპისკენ” გამართულ რიგით მესამე საპროტესტო აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნების დაკმაყოფილებას არავინ აპირებს.
„გამიჭირდება შეფასება. ალბათ, ვისაც არ ჰქონდათ ნანახი “ლიბერასტების” პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი.
რა თქმა უნდა, ამ კონკრეტული ჯგუფის კონკრეტული ახირებების მოსმენას და მით უმეტეს, მათ დაკმაყოფილებას არავინ აპირებს. ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნებთ მშვიდობას და ხალხის სამსახურს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ხალხი გაცილებით წინაა, ვიდრე მთელი სამოქალაქო, NGO თუ პოლიტიკური სპექტრი – ხათუნა ლაგაზიძე