LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვისაც არასოდეს აუღია A კატეგორიის ნებართვა, 20 მარტამდე უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტს” – კალაძე ტაქსის მძღოლებს აფრთხილებს

176
კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, 20 მარტიდან ძველი სისტემით ნებართვების გაცემა შეწყდება და პირველი აპრილიდან ახალი მოდელი ამოქმედდება. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„გასულ კვირას საზოგადოებას წარვუდგინეთ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი და დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია ტაქსების ბაზარზე 2018 წლიდან დღემდე გადადგმულ ნაბიჯებზე. რეფორმის მესამე ეტაპით გათვალისწინებული ცვლილებები ძალიან საინტერესო და სარგებლიანია ამ ბაზრის მონაწილე სუბიექტებისთვის.

პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლები საავტობუსე ზოლში მგზავრის აყვანა-ჩამოსმას შეძლებენ

„ჩვენ შსს-სთან აქტიურად ვმუშაობთ და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“.- კალაძე

როგორც მოგეხსენებათ, 20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება. ამ სიახლესთან დაკავშირებით, დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, მუნიციპალიტეტი აწარმოებს საკმაოდ მნიშვნელოვან კამპანიას. ჩვენ დავბეჭდეთ ბუკლეტები, რომლებიც ურიგდებათ ტაქსის მძღოლებს იმისთვის, რომ  ზედმიწევნით გაიგონ ცვლილების შინაარსი, აზრი. პარალელურად ყველა მუნიციპალურ სერვისში გვყავს გადამზადებული პერსონალი, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს, მოსულ ადამიანს, ან ვინ ც ცხელ ხაზზე დარეკავს, დეტალურად გააცნობენ ინფორმაციას. შეიქმნა ვიდეოგზამკვლევი და საინფორმაციო ბროშურა; მოქმედებს სპეციალური ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge, სადაც განთავსებულია ინფორმაცია არსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

A კატეგორიის ნებართვები უვადო გახდება – რას ითვალისწინებს ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი

კახა კალაძე მოუწოდებს იმ მძღოლებს, ვისაც A კატეგორიის ნებართვა ჯერ არ აუღიათ, 20 მარტამდე მიმართონ მუნიციპალიტეტს, რადგან პირველი აპრილს მათთვის უვადო ნებართვები აღარ გაიცემა.

„კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ მას შემდეგ, რაც პირველ აპრილს, კონკრეტულ სუბიექტებს ერთჯერადად გადაეცემა A კატეგორიის ნებართვები, ახალი სისტემის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აღარ გასცემს ამ კატეგორიის ნებართვებს. ბაზარზე ბრუნვაში დარჩება მხოლოდ ის A კატეგორიის ნებართვები, რომელიც პირველ აპრილს დარიგდება. მინდა, მოვუწოდო იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასოდეს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე მიმართონ მუნიციპალიტეტს და აიღონ ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სისტემა ვერ დაინახავს ამ ადამიანებს და მათთვის პირველ აპრილს არ გასცემს უვადო ნებართვებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლები საავტობუსე ზოლში მგზავრის აყვანა-ჩამოსმას შეძლებენ

პირველი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი დაიწყება 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები