LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისაც ჩვენი ერის გახლეჩვა სურს, სასაფლაოზე მივუჩენთ ადგილს – რეჯეფ ტაიფ ერდოღანი

98

„თურქეთი არასოდეს მისცემს საშუალებას ქურთბოევიკებს“, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთების სახელმწიფო შექმნან, –  ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, განაცხადა.

ერდოღანის თქმით, ტერმინი „ქურთული სახელმწიფოს“ გამოყენება „ქურთი ძმების“ შეურაცხყოფაა.

მჯერა, რომ ჩემი ქურთი ძმები არასოდეს დაუშვებენ ჩრდილოეთ სირიაში და სამხრეთ თურქეთში ამგვარი სახელმწიფოს შექმნას. ჩვენ ერთი ერი ვართ ერთი ქვეყნის ფარგლებში. ჩვენ ერთი დროშა, ერთი სამშობლო და ერთი სახელმწიფო გვაქვს. ვისაც ამ ერის გახლეჩვა სურს, სასაფლაოზე მივუჩენთ ადგილს,“  – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები