რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლი ქართველი სამხედრო ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ვისაც ომში უნდოდა მონაწილეობის მიღება, „ყოველგვარი ტაშ-ფანდურის“ გარეშე მივიდნენ მასთან, ახლა კი უკვე ადვილზე არიან და საკუთარ პოზიციებს იცავენ.
„ვისაც ომში უნდოდა მონაწილეობა საქართველოდან უკვე ჩუმად, წყნარად, ყოველგვარი ტაშ-ფანდურის გარეშე მოვიდნენ ჩემთან. უკვე იარაღით ხელში პოზიციებზე არიან.
პიარი, პარტიული რასკლადები და ეგეთი რაღაცები ჩემგან შორს. აღარავინ მომწეროთ.
ომი გინდათ? კი ბატონო.
მარშრუტი ვარშავა-ლვოვი-ლვოვი-კიევი (უფასო ელექტრიკა) ჩუმად ყოველგვარი ხმაურის გარეშე და იარაღსაც მოგცემთ, დავალებებსაც შეასრულებთ.
პონტები, პიარი და ომი სულ სხვადასხვა რამეა“, – წერს ვანო ნადირაძე.