LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Vision Air-მა საქართველოსა და მოლდოვის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

107
Vision Air

საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება.

Vision Air-ი საქართველოსა და მოლდოვის დედაქალაქებს რეგულარული საჰაერო მიმოსვლით დააკავშირებს.

Vision Air-მა კიშინეუ–თბილისის რეისით საქართველოში პირველი 100 მგზავრი ჩამოიყვანა.

ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრა გაიმართა, რომელსაც ოპერირების მიმართულებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ლევან ცხადაძე, თბილისისა და ბათუმის ოპერატორი კომპანიის TAV Georgia და ავიაკომპანიის Vision Air წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Vision Air მოლდოვური ავიაკომპანიაა, რომელმაც ოპერირება უკრაინულ SkyUp Airlines-თან პარტნიორობით 2025 წლის ზაფხულიდან დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g