LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვისოლ ჯგუფმა“ ფოთში სავაჭრო ცენტრი Poti Mall გახსნა: 150-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდა

261
151681164-3897968966925817-4617143255306870063-o

ვისოლ ჯგუფისშვილობილმა კომპანიაემ პე დეველოპმენტმამორიგი სავაჭრო ცენტრი ფოთში გახსნა. ქალაქის ისტორიულ ცენტრში, მშვიდობის ქუჩა #2-ში განთავსებული მიმზიდველი არქიტექტურისა და დიზაინის მქონე Poti Mall 3000 კვადატულ მეტრს მოიცავს და საკუთარ სივრცეში მულტინაციონალურ და ადგილობრივ ბრენდებს აერთიანებს. „ვისოლ ჯგუფმა“ ფოთში სავაჭრო ცენტრის გახსნით ჯამურად 150-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლის დასაქმების შესაძლებლობა შექმნა.

„ემ პე დეველოპმენტი“ თბილისში უკვე რამდენიმე სავაჭრო ცენტრს ფლობს და ქვეყნის რეგიონების მასშტაბით ბათუმის Black Sea Mall -ის შემდეგ, Poti Mall კომერციული უძრავი ქონების განვითარების მიმართულებით განხორციელებული მორიგი წარმატებული პროექტია. ფოთში სავაჭრო ცენტრის შექმნისთვისვისოლ ჯგუფმა“ 6 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა. Poti Mall -ის გახსნას ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მალხაზ თორია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვეში „ემ პე დეველოპმენტი“ მორიგ სავაჭრო ცენტრს რუსთავში გახსნის.

„კომერციული უძრავი ქონების განვითარება „ვისოლ ჯგუფისთვის“ ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ უკვე ექვს სავაჭრო ცენტრს ვფლობთ, სადაც ძირითადი არენდატორი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – „კარფურია“. ჩვენ „კარფურთან“ ერთად საქართველოში კიდევ რამდენიმე პროექტის განვითარებას ვგეგმავთ. ჩვენ გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ საერთშორისო და ადგილობრივ ბრენდს, რომლებიც სავაჭრო ცენტრებში განთავსდნენ.  ჩვენ ერთად კიდევ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას შევძლებთ, რითაც მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში“, – აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე.

ცნობისთვის, Poti Mall ფრანგული ბრენდი “კარფურით”, „ფარმადეპოს“ აფთიაქით, საოჯახო ტექსტილის კომპანია TAÇ/Manamo-ს მაღაზიებით, სწრაფი კვების ობიექტებით, სამკაულებისა და კოსმეტიკური საშუალებების კუთხეებით ყოველდღიური საყიდლებისა და დასვენებისთვის უაღრესად მომხიბვლელი სივრცეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g