LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვისოლის“ დამფუძნებლის შვილის გრანდიოზული დაბადების დღე „რედისონში“

160

ანი ფხაკაძე „ვისოლის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლევან ფხაკაძის შვილი გახლავთ. 11 აგვისტოს 22 წელი შეუსრულდა და დაბადების დღე გრანდიოზულად, „რედისონის“ აუზზე აღნიშნა ოჯახის წევრებთან, მეგობრებსა და თბილისური ბომონდის წევრებთან ერთად. მანამდე კი ეკა ხოფერიას ჟურნალის, „სითის“ გარეკანზეც აღმოჩნდა.

ცნობილი ოჯახის წარმომადგენელმა დაბადების დღის ფოტოები საკუთარ „ფეისბუქ“-გვერდზე განათავსა. Pool Party, როგორც ფოტოებიდან ჩანს, მხიარული და პოზიტიური გამოვიდა. სტუმრებისთვის დრეს-კოდი იყო დაწესებული, საღამოს მშვენიერ მასპინძელს კი საცურაო კოსტიუმზე გრძელი მოსაცმელი ჰქონდა მორგებული, ტორტის სანთლები სწორედ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილმა ჩააქრო.

სტუმრებს შორის იყვნენ იუბილარის ბიძა, სოსო ფხაკაძე მეუღლესთან ერთად, „ჰოლიდეი ინის“ ერთ-ერთი მფლობელი, ბაია დავითაია, რომელიც ბიზნესმენ თემურ უგულავას ყოფილი მეუღლე გახლავთ, ცნობილი სტილისტი, მიშა გასიტაშვილი, მარიკა ვერულაშვილის ლამაზმანი ქალიშვილი, სალომე ცნობილაძე და სხვანი.

ანი პატარაობისას სიმღერით იყო დაინტერესებული და ზუკა ხუციშვილთან ერთად ერთობლივი ნამუშევარი „მე და შენ“ ჩაწერა, რომელზეც კლიპიც გადაიღეს, თუმცა როგორც ჩანს, საბოლოოდ, ამ კარიერით არ მოიხიბლა და სასწავლებლად საზღვარგარეთ, კერძოდ, ნიუ-იორკში გაემგზავრა.

დაბადების დღის თბილისში აღნიშვნის შემდეგ, ანიმ გეზი მონაკოსკენ აიღო.

 

 

[Best_Wordpress_Gallery id=”27″ gal_title=”photos 12″]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები