LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში: მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ

142
ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიასაშუალებების ინფორმაციით, მომიტინგეებმა შენობის ფანჯრების გისოსები შეამტვრიეს და შიგნით შევიდნენ.

ცნობისათვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან დილიდან იმართება საპროტესტო აქცია, რომელზეც სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები. „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების“ შესახებ კანონპროექტის რატიფიკაცია დღეს იგეგმებოდა. სესიის გახსნის შემდეგ ე.წ. დეპუტატებმა დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა არ გაგრძელდა.

ამასთან, აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც რუსული მედიის ცნობით, ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მედიის ცნობითვე, საპროტესტო აქციაზე მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

აქციის მონაწილეები „დეპუტატებისგან“ სხდომის გამართვას და პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g