ლეგენდარული დიზაინერი, ვივიენ ვესტვუდი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ის მშვიდად წავიდა, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
„მე ვივინეთან ცხოვრებას ჩემს გულში გავაგრძელებ“, – წერს ვესტვუდის მეუღლე და საქმიანი პარტნიორი, ანდრეას კრონტალერი.
ვივიენ ვესტვუდი ცნობილი გახდა 1970-იან წლებში და იგი იყო პანკ ესთეტიკის ერთ-ერთი შემქმნელი. მისი მეგობარი იყო მალკოლმ მაკლარენი, ყველაზე ცნობილი პანკ ჯგუფის, Sex Pistols-ის მენეჯერი, რომლის მუსიკოსები კამერების წინ ვესტვუდის ტანსაცმლით გამოჩნდნენ. 2006 წელს მან მიიღო რაინდის წოდება დედოფალ ელიზაბეტ II-ისგან მოდის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
79 წლის ვივიენ ვესტვუდის შოკისმომგვრელი ფოტოსესია