LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიწყებთ კამპანიას უკრაინელი ხალხის თავშესაფრით დასახმარებლად – რა მიმართვას ავრცელებს ირაკლი კუპრაძე

154
ირაკლი კუპრაძე

“ლელო საქართველოსთვის“ წევრი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ უკრაინელი ხალხის თავშესაფრით დასახმარებლად კამპანიას იწყებენ.

პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი გამოაცხადა

კუპრაძე მოუწოდებს საქართველოში არსებულ ბიზნესსა და სასტუმრო ჯგუფებს, რომ უკრაინელ ქალებსა და ბავშვებს დროებითი თავშესაფარი შესთავაზონ:

“საქართველოში არსებულ ბიზნესს და სასტუმრო ჯგუფებს მივმართავ, გამოიჩინეთ უმაღლესი პასუხისმგებლობა და გადაარჩინეთ ქვეყნის ღირსება, შესთავაზეთ დროებითი თავშესაფარი ქალებს, ბავშვებს უკრაინიდან, სანამ ომი იქნება მათი სიცოცხლისთვის საფრთხე. დღეს ქვეყნის ღირსების შენარჩუნება ისევ ჩვენვე უნდა შევძლოთ და ჩვენი ხმა ისმოდეს.

პირველივე მსურველი გამოჩნდა “მგზავრები ჯგუფის” სახით, რომელიც მზად არის, ბათუმში, ბაკურიანში, გონიოში, თბილისში თავისი სასტუმრო კორპუსები დაუთმოს უკრაინელ ბავშვებს და ქალებს და ომის მსხვერპლებს, რომ ომის მიმდინარეობის დროს, მათ დროებითი თავშესაფარი ჰქონდეთ.

“მგზავრები ჯგუფს” დავით ცერცვაძე და ლევან ყარალაშვილი წარმოადგენენ. დაიმახსოვრეთ ეს სახელები.

შემოუერთდით ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს და ყველას მოუწოდეთ, ვისაც აქვს შანსი, იყოს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო სახე ამ მძიმე დროს”, – განაცხადა კუპრაძემ.

შეგახსენებთ, დღეს რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის წინააღმდეგ ომი გამოაცხადა.

ვიტალი კლიჩკო ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩნენ სახლში, მზად ჰქონდეთ დოკუმენტები და აუცილებელი ნივთები

უკრაინა საჰაერო სივრცეს კეტავს

ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე – ქვეყნის მასშტაბით აფეთქებები და ხანძრებია

კიევი საჰაერო თავდასხმის მოლოდინში – დედაქალაქში სირენები ჩაირთო

უკრაინულმა ძალებმა დონბასში 5 რუსული თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g