საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში დაიწყებს ფართომასშტაბიან კამპანიას, რათა საზოგადოებამ მიიღოს დეტალური ინფორმაცია ვიზალიბერალიზაციის შესახებ – განცხადება რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „რაკურსის“ ეთერში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გააკეთა.
მისი თქმით, ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რისი გაკეთება შეუძლია, ან არ შეუძლია უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, რათა პრობლემები არ შეუქმნას არ საკუთარ თავს და არც ქვეყანას.
„ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობაც და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ყველას ინფორმაცია. ვთხოვ ყველა მეგობარს, მეზობელს, თანამოქალაქეს, გაითვალისწინონ ყველა მოთხოვნა და კრიტერიუმი,“ – აღნიშნა დოლიძემ.