LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ვიზეარი” მგზავრებს ავიაბილეთის თანხის ანაზღაურებას სთავაზობს

55

ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისი – ბერლინი და ბერლინი – ქუთაისის ავიარეისებთან დაკავშირებით, მგზავრებს ეტაპობრივად ტელეფონის საშუალებით უკავშირდება. როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ვიზეარი“ მგზავრებს სთავაზობს მათთვის ალტერნატიულ ავიარეისს, თარიღის გადაცვლას ან ავიაბილეთის თანხის ანაზღაურებას.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აღნიშნული ფრენების გადადებას უამინდობას უკავშირებს. გერმანიიდან, მემინგემი-ქუთაისის ავიარეისი უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა, შესაბამისად თვითმფრინავის ბორტი დედაქალაქში იმყოფება და სწორედ ამიტომ, ბერლინში ფრენა ვერ შესრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები