LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ ბოჟაძე მაკრონისა და ივანიშვილის საუბარზე: „არჩევნებზე, მის გაყალბებაზე საუბარი არ ყოფილა – მაკრონმა საკითხები გაიარა იმ ადამიანთან, რომელიც გუნდთან ერთად იღებს გადაწყვეტილებებს, მგონი, ამაში გასაკვირი არაფერია“

125
ლადო ბოჟაძე

„არჩევნებზე, მის გაყალბებაზე და ა.შ, რა თქმა უნდა, საუბარი არ ყოფილა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შორის საუბრის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მაკრონი ესაუბრა იმ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, რომლის წარმომადგენელიც არის პარლამენტის უმრავლესობაში და მთავრობის ადმინისტრაციაში.

მამუკა მდინარაძე: „სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, მკაცრად გააკრიტიკოს თავისი მეგობარი მაკრონი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილთან საუბარი გამართა“

„რაც არ ყოფილა, ბუნებრივია, ამაზე ვერც მაკრონი ისაუბრებს და ვერც სხვა ვინმე ოფიციალური პირი. შესაბამისად, ამ საუბრის დროს არჩევნებზე, მის გაყალბებაზე და ა.შ, რა თქმა უნდა, საუბარი არ ყოფილა.

მაკრონის ადმინისტრაცია: „პრეზიდენტმა ივანიშვილთან საუბრისას საზოგადოებისა და ოპოზიციის დაშინება, ასევე უსაფრთხოების ძალების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო, მოუწოდა დაკავებულების გათავისუფლებისკენ“

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ემანუელ მაკრონსა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბრის საკითხზე ინფორმაციას ავრცელებს.

რაც შეეხება რატომ ესაუბრა მაკრონი ბიძინა ივანიშვილს, ის საფრანგეთის პრეზიდენტია, მას არ უნდა ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტთან იმიტომ, რომ ამას არანაირი აზრი არ აქვს – რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი ამ პოსტზე სალომე ზურაბიშვილს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა – „ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს

ყველაზე კარგად ეს თავად იცის მაკრონმა. ესაუბრა იმ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, რომლის წარმომადგენელიც არის პარლამენტის უმრავლესობაში, მთავრობის ადმინისტრაციაში. რა თქმა უნდა, საკითხები გაიარა იმ ადამიანთან, რომელიც თავის გუნდთან ერთად იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ჩვენს ქვეყანაში. ამაში, მგონი, გასაკვირი არაფერია”. – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g