LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

21

საქართველოს ნაკრები 20 მარტიდან წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის მზადებას იწყებს. 24 მარტს საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას სერბეთის წინააღმდეგ “დინამო არენაზე” გამართავს. 28 მარტს, ჩვენი გუნდი ამხანაგურ მატჩში ლატვიას ასევე თბილისში უმასპინძლებს. უახლოესი ორი შეხვედრისთვის ვლადიმირ ვაისმა ნაკრებში 24 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის მყოფი თორნიკე ოქრიაშვილი და მურთაზ დაუშვილი სერბეთთან ოფიციალურ მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია – კრილია სოვეტოვი (რუსეთი), გიორგი მაკარიძე – მორეირენსე (პორტუგალია), როინ კვასხვაძე – ტორპედო (ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე – ესბიერგი (დანია), სოლომონ კვერკველია – ლოკომოტივი, მოსკოვი (რუსეთი),
გურამ კაშია – ვიტესი (ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა – ჩერნომორეცი (უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი – ნეფთჩი (აზერბაიჯანი), ჯემალ ტაბიძე – ურალი (რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი – ლოკომოტივი (თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა – რეიმსი (საფრანგეთი), ვაკო გვილია – ბატე (ბელარუსი), ნიკა კვეკვესკირი – გაბალა (აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი – დიოშგიორი (უნგრეთი), ჯანო ანანიძე – სპარტაკი, მოსკოვი (რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი – დინამო (თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი – ლეგია (პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური – ვარდარი (მაკედონია), სანდრო კობახიძე – გიოზთეფე (თურქეთი), გიორგი არაბიძე – შახტარი (უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი – კრასნოდარი (რუსეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე – ემპოლი (იტალია), ნიკა კაჭარავა – ეთნიკოსი (კვიპროსი), გიორგი ქვილითაია – რაპიდი (ავსტრია)

 

საქართველო-სერბეთის მატჩი, 24 მარტს, 21 საათზე “დინამო არენაზე” გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები