ვნახეთ მინიშნებები, რომ რუსეთი ემზადება, რათა პოტენციურად შეუტიოს სამოქალაქო გემებს, რომლებიც მარცვლეულს ატარებენ შავი ზღვის გავლით, – „სიენენის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.
როგორც თეთრი სახლის მთავარი პრესმდივნის მოადგილემ, ოლივია დალტონმა მედიასთან განაცხადა, რუსეთის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლა დიდ გამოწვევას უქმნის გლობალურ სურსათის მიწოდებას.
„ჩვენ ვნახეთ მინიშნებები, რომ ისინი ემზადებიან, რათა პოტენციურად შეუტიონ სამოქალაქო გემებს, რომლებიც მარცვლეულს ატარებენ შავი ზღვის გავლით. ისინი მიუთითებდნენ იმ ფაქტზე, რომ განიხილავდნენ ნებისმიერ სამოქალაქო გემს შავ ზღვაში, შესაძლო გადაზიდვად, რომელიც შეიცავდა სამხედრო ტვირთს. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ამით“, – განაცხადა დალტონმა.