21 ივლისს რესტორან ,,სესაში” დუეტ ,,ჯორჯიას” ახალი კლიპის პრეზენტაცია გაიმართა, რომელმაც მხიარულ და ვარსკვლავური გარემოცვაში ჩაიარა. როგორც მაკა ზამბახიძემ და რატი დურგლიშვილმა აღნიშნეს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღეს საკუთარ თავზე და შესაბამისად, განსაკუთრებულად ღელავდნენ.
მაკა ზამბახიძე: ვნერვიულობ, რადგან ჩემთვის პირველი პრეზენტაციაა. სიმღერა 20 წლის წინ შეიქმნა. სახელწოდება გახლავთ, ,,დამამახსოვრდი”. კომპოზიტორი – რატი დურგლიშვილია, ტექსტი დათო ფორჩხიძეს ეკუთვნის, რაც შეეხება იდეას, რომ ეს სიმღერა მე და რატის ერთობლივად ჩაგვეწერა, გიორგი არჩვაძეს ეკუთვნის. ჩავწერეთ ,,ბრავო” სტუდიაში. არ მინდა ვინმე გამომრჩეს. ზაზა შენგელიას დიდი მადლობა, ალეკო ბერძენიშვილს, ბორიკო შხიანს, ,,faf production” – ს რომელმაც კლიპი გადაიღო, დღევანდელი საღამოს ორგანიზატორს – მაგდა ბერსენაძეს. ასევე, გია გუმბერიძეს, ტელევიზიებს, პრესას. მოკლედ, ყველას ყველას დიდი მადლობა.
რატი დურგლიშვილი: ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც გვესტუმრა. ასევე, დიდი მადლობა გვანცა ჯორჯიაშვილს. ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ადამიანები ასეთი სიყვარულით გამოხატავენ გვერდში დგომას. დიდი მადლობა, ჩემს ძმას ბექას და მთლიანად ოჯახს გვერდში დგომისთვის. მინდა, დავაანონსო შემდეგი ნაბიჯები. ძალიან მალე, ჩემი და მაკას სოლო სიმღერები გამოვა, რომლის კომპოზიტორიც ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი, რუსა მორჩილაძეა.
აღსანიშნავია, რომ ახალი კლიპის პრეზენტაციამ, რომელსაც შოუბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ გრანდიოზულად ჩაიარა. დუეტმა ,,ჯორჯიამ” მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.