LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლკსვაგენ გოლფ IV – 550 ცხენის ძალით? (ფოტო)

69

რამდენიმე დღის წინ, Boba Motoring”-ის მიერ გატუნინგებული, 1233 ცხენის ძალის მქონე გოლფ MK2 გაგაცანით,  დღეს კი არჩევანი გოლფ IV R32-ზე შევაჩერეთ, რომელიც ქარხნულად სულაც არ არის ისეთი, როგორსაც HPerformance წარმოგვიდგენს.

აი რაშია საქმე…

გერმანული ტუნინგ კომპანია HPerformance ყოველთვის ცდილობს გაყიდვაში არსებული ავტომობილების საკუთარი გემოვნებით აწყობასა და რეალიზაციას, რაც უცხოეთში არც თუ ისე წამგებიანი ბიზნესია. ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარი კი სწორედ ჩვენს მიერ ზემოთხსენებული მოდელი, ვოლკსვაგენ გოლფ R32-ი გახლავთ.

 

 

ქარხნულად ავტომობილი 3.2 ლიტრიანი, V6 ტიპის ძრავით არის გამოშვებული, რომელსაც 240 ცხენის ძალა აქვს, თუმცა HPerformance-ს მიერ დაბუსტული გოლფი, სულ სხვანაირია.

 

 

კომპანიამ ძრავში ახალი კომპი HPA EFR550 ჩააყენა, რომელიც იდეალურად ერგება სტოკ ძრავს, შესაბამისად ძრავის სიმძლავრეც 550 ცხენამდე გაიზარდა, მაქსიმალური თორქი კი 730 ნიუტონ-მეტრს გაუტოლდა, რამაც ავტომობილის 4MOTION ყველა წამყვანთვლიან სისტემაზე გადაკეთება მოითხოვა. დაბუსტვის შემდეგ ავტომობილი 100კმ/სთ სიჩქარეს 6.6 წამში ანვითარებს ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 247 კმ/სთ-მდე გაიზარდა.

 

 

გამარიაჟებული ავტომობილის შეძენა 35ათას ევროდ შეგიძლიათ, რომელსაც თან მოყვება 19-ანი BBS-ს დისკები, ელექტრო ბუსტ კონტროლერი და მთელი რიგი ტუნინგ დეტალებისა. თუმცა, ამ ავტომობილის გამარიაჟებული ვარიანტი, მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარი არსებობს.

 

HPerformance-Volkswagen-Golf-IV-R32-03-1024x682

HPerformance-Volkswagen-Golf-IV-R32-011

HPerformance-Volkswagen-Golf-IV-R32-010

HPerformance-Volkswagen-Golf-IV-R32-09

HPerformance-Volkswagen-Golf-IV-R32-08

HPerformance-Volkswagen-Golf-IV-R32-07

HPerformance-Volkswagen-Golf-IV-R32-05-1024x682 HPerformance-Volkswagen-Golf-IV-R32-04

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები