LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen გერმანიას მილიარდ ევროს გადაუხდის

36

Volkswagen გერმანიას მილიარდ ევროს გადაუხდის. სოლიდური ჯარიმა ავტომწარმოებელს დიზელის სკანდალის გამო დაეკისრა.

შეგახსენებთ, რომ კომპანიას ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის გავრცელებაში ადანაშაულებდნენ და Volkswagen-ის წარმომადგენლებს ამის უარყოფა არც უცდიათ. უფრო მეტიც, სააგენტო „Reuters”-ის ცნობით, ავტომწარმოებელი ჯარიმის გადახდასაც დაეთანხმა და მის გასაჩივრებას არ აპირებს. როგორ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი –  კომპანია მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ იხსნის და პირიქით, პრობლემის გამოსწორებას ყველანაირად ეცდება. რაც შეეხება ჯარიმას, 5 მილიონი -სახელმწიფოს, 995 მილიონი კი კომპენსაციების სახით დაზარალებულებს უნდა გადაეცეთ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. „დიზელის სკანდალი“ 2015 წელს დაიწყო და კომპანიამ მსოფლიო ბაზრიდან 11 მილიონი ავტომობილი უკან გაიწვია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები