LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-მა ID.Cross წარადგინა – T-Cross-ის ელექტრო ალტერნატივა

106
Volkswagen-მა ID.Cross წარადგინა - T-Cross-ის ელექტრო ალტერნატივა

Volkswagen-მა წარადგინა ახალი ელექტრო კროსოვერი ID.Cross. მიუნხენში IAA Mobility ავტოგამოფენის გახსნამდე ერთი დღით ადრე Volkswagen-მა გაასაჯაროვა ახალი მოდელი — ID ოჯახის კიდევ ერთი წევრი. ჯერჯერობით ეს მხოლოდ კონცეფციაა, ხოლო სერიული ვარიანტის პრეზენტაციას 2026 წლის ზაფხულში აპირებენ. მისი გაყიდვები ბენზინზე მომუშავე T-Cross-ის პარალელურად გაგრძელდება, თუმცა მათ შორის საერთო ცოტაა. ID.Cross აგებულია MEB+ პლატფორმაზე – ახალი ელექტრომობილებისთვის განახლებული MEB-ის ვერსიაზე.

ID.Cross ოდნავ უფრო დიდია, ვიდრე T-Cross: სიგრძე 4161 მილიმეტრია, სიგანე – 1839 მილიმეტრი, ხოლო სიმაღლე – 1588 მილიმეტრი, 2601-მილიმეტრიანი ბორბლების ბაზით. ძირითად საბარგულში  450 ლიტრი ტვირთი თავსდება, ხოლო წინა, კაპის ქვეშ განყოფილებაში — კიდევ 25 ლიტრი.

ID.Cross-ს აქვს ერთი ელექტროძრავი წინა ღერძზე, რომელიც ავითარებს 211 ცხენის ძალას. უცნობი ტევადობის ელემენტი კროსოვერს WLTP ციკლის მიხედვით 420 კილომეტრამდე სვლის მარაგით უზრუნველყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები