Volkswagen-მა Crafter-ის ფურგონი ორსართულიან სახლად გადააქცია. სიახლეს California XXL უწოდეს, რადგან განსხვავებით ნამდვილი „კალიფორნიისგან“, ის ბორბლებზე მოსიარულე სახლი უფროა და მის ნახვას საზოგადოება აგვისტოს ბოლოს, დიუსელდორფის ავტოშოუზე შეძლებს.
Crafter-ის სალონის ფოტოები ქსელში ჯერჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა როგორც ცნობილია, მისი სიმაღლე მაქსიმალურადაა გაზრდილი და დასაძინებელი ზონა მეორე სართულზე განთავსდება. ამასთან, საწოლის სიგრძე არც მეტი არც ნაკლები 2 მეტრი იქნება.
რაც შეეხება სიახლის პირველ სართულს, იქ სამზარეულო და აბაზანა დამონტაჟდება და ყველაფერთან ერთად, ადგილი პატარა დუშისთვისაც კი გამოიძებნება. აღსანიშნავია, რომ მინი ვენის შესახებ დამატებითი დეტალები ცნობილი მხოლოდ მოგვიანებით გახდება.