LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: ხერსონის ოლქში ერთი დღის განმავლობაში სამი დასახლება გათავისუფლდა

40
ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხერსონის ოლქში ერთი დღის განმავლობაში სამი დასახლება გათავისუფლდა და დასტაბილურდა.

მისი განმარტებით, ხერსონის ოლქში წარმატებული შეტევისთვის პირობები ოპერატიულ-სტრატეგიულმა დაჯგუფება, „ალექსანდრიამ“ შექმნა.

„მინდა აღვნიშნო ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების, „ოლექსანდრიას“ პერსონალი, რომ შექმნეს პირობები ხერსონის ოლქში წარმატებული შეტევისთვის, აქტიური ოპერაციების დაგეგმვისა და მომზადებისთვის. მხოლოდ ამ 24 საათის განმავლობაში ხერსონის ოლქში ფსევდორეფერენდუმიდან გათავისუფლდა და დასტაბილურდა ისეთი დასახლებები, როგორიცაა ნოვოვოსკრესენსკე, ნოვოგრიგორივკა და პეტროპავლივკა. მოძრაობა გრძელდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g