LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად რომში ჩავიდა

134
ვოლოდიმირ ზელენსკი

BBC-ი უკრაინულ საზოგადოებრივ მაუწყებელ Suspilne-ზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად რომში ჩავიდა.

ზელენსკი ცერემონიას მეუღლესთან, ოლენა ზელენსკასთან და უკრაინულ დელეგაციასთან ერთად დაესწრება.

ცნობისთვის, პაპ ფრანცისკეს წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან გამოასვენებენ და წმინდა პეტრეს მოედანზე დაასვენებენ. დაკრძალვის წირვა ადგილობრივი დროით 10:00 საათზე (თბილისის დროით 12:00 საათზე) ღია ცის ქვეშ დაიწყება და, სავარაუდოდ, დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდება.

წირვის დასრულების შემდეგ, ფრანცისკეს ცხედარს რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში გადაასვენებენ, სადაც დაკრძალავენ.

magti 5g