უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ნაფტალი ბენეტს სატელეფონო საუბრის დროს მელიტოპოლის მერის, ივან ფიოდოროვის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა.
„გავაგრძელე დიალოგი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ნაფტალი ბენეტთან. ვისაუბრეთ რუსეთის აგრესიასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივაზე. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რეპრესიები უნდა შეწყდეს:
ვთხოვე დახმარება მელიტოპოლის დატყვევებული მერის და ადგილობრივი საზოგადო მოღვაწეების გათავისუფლებაში,“- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“.