უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 20 პუნქტისგან შემდგარ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა.
მისი ცნობით, ახლა განიხილება საკვანძო საკითხები – როგორ უნდა აიძულონ რუსეთი, შეწყვიტოს მკვლელობები და კონკრეტულად რა შეაკავებს რუსეთს მესამე ინტერვენციისგან.
„დღეს განრიგში საუბარია ამერიკულ მხარესთან დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ომის შემდეგ უკრაინის აღდგენისა და ეკონომიკური განვითარების პროცესის დეტალებს.
პარალელურად, ვასრულებთ მუშაობას ფუნდამენტური დოკუმენტის 20 პუნქტზე, რომელმაც შესაძლოა, განსაზღვროს ომის დასრულების პარამეტრები და ვიმედოვნებთ, უახლოეს დროში დოკუმენტს შეერთებულ შტატებს გადავცემთ პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან და ევროპელ პარტნიორებთან ჩვენი ერთობლივი მუშაობის შემდეგ“, – წერს ზელენსკი.
