LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი: დამატებით შეკითხვებს ბადებს ჰარცელის განცხადება, რა აქვს მხედველობაში, როცა 5 ივლისზე ლაპარაკობს? რა მოხდა ისეთი, რაც ევროპულ სივრცეში არ უნახავთ?

65
Untitled design (7)

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმიანება ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, შეიძლებოდა, საქართველო უკეთ ყოფილიყო მომზადებული იმ ისტორიული მომენტისთვის, რასაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესაძლებლობა გულისხმობს.

ვოლსკის განცხადებით, შეკითხვებს ბადებს ჰარცელის განცხადება, თუ რა აქვს მხედველობაში, როცა 5 ივლისის მოვლენებზე საუბრობს:

“ყველაფერი შესრულებული ვერც იქნება, ბევრი რეფორმა განსახორციელებელია, უბრალოდ, კიდევ დამატებით შეკითხვებს ბადებს კარლ ჰარცელის განცხადება, რა აქვს მხედველობაში, როცა 5 ივლისზე ლაპარაკობს?

ადამიანები არსებობენ საქართველოშიც და ევროპაშიც, რომლებიც ძალადობაზე არიან გადასული უამრავი სხვადასხვა ნიშნით, გენდერული თანასწორობა იქნება თუ ნებისმიერი სხვა უმცირესობის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება.

ან რა მოხდა ისეთი, რაც არ უნახავთ ევროპულ სივრცეში და სასჯელი, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მიიღოს, ეს ხდება როგორც საქართველოში, ისე ევროპაში, თუკი ეს ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს.

რაც შეეხება რეფორმებს და საარჩევნო სისტემას, მე არ მგონია, ბევრი ევროპული განვითარებული სახელმწიფო დაიკვეხნის ისეთ ჩამოყალიბებულ საარჩევნო სისტემას, კოდექსს, რაც საქართველოშია მიღებული. თუკი რაიმე გადახრები იყო, თავად კარლ ჰარცელის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ამ გადახრებს არ მოუხდენია ზეგავლენა არჩევნების შედეგებზე. თუკი რაიმე პროცესია, მაგალითად პოლარიზაცია მედიასივრცეში, აგრესიული ურთიერთობები პოლიტიკურ ველზე, უკიდურესად აგრესიული, მიუღებელი დემოკრატიული სამყაროსთვის, განა ამაში ხელისუფლების რგოლია მხოლოდ დამნაშავე, თუკი საერთოდ არის იგი დამნაშავე?! ეს არის კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გასცეს ევროკავშირმა თავის გადაწყვეტილებაში საქართველოს კანდიდატობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველომ წლების განმავლობაში რეფორმების გზაზე დიდ პროგრესს მიაღწია, მისივე თქმით, შეიძლებოდა, საქართველო უკეთ ყოფილიყო მომზადებული ამ ისტორიული მომენტისთვის, რადგან ის ემთხვევა დროს, როცა ევროკავშირი მზარდ შეშფოთებას გამოხატავს ქვეყნის ტრაექტორიით.

ჰარცელის თქმით, ევროკავშირის რეაქციები ცნობილია გარკვეულ მოვლენებზე, ელჩმა 5 ივლისის მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება.

ჰარცელი: როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება საქართველოს წევრობის სტატუსთან დაკავშირებით, არსებობს მთავარი, რაც უცვლელია: დროა, საქართველომ იმუშაოს ამ საკითხზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g