„კუბილიუსიზაცია არის საკმაოდ დიდი საფრთხე, რომელიც შეიძლება ევროპარლამენტს დაემუქროს – მისი დეკუბილიუსიზაცია უნდა მოხდეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსზე საუბრისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, არც კუბილიუსი და არც რასა იუკნევიჩიენე არ არის ევროპარლამენტი და ევროკავშირი. ამასთან, მისი მოსაზრებით, ევროპარლამენტმა მიიღო ზუსტად ის რეზოლუცია, ისეთი ტექსტი, როგორიც მას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადააწოდა.
„ყველა ევროპარლამენტარი არ იყო ამ დესტრუქციულ საქმიანობაში ჩართული. ბევრი დაარწმუნეს, ბევრი ამ პოზიციას იკავებდა და უნდა მივესალმოთ იმ პოზიციას, რომელიც რამდენიმე ათეულ ევროპარლამენტარს გააჩნდა, 218 – მე ევროპარლამენტარმა ამას მხარი არ დაუჭირა, მაგრამ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ევროკავშირი არ არის კუბილიუსი.
რასა იუკნევიჩიენე: დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას
„თუ „ქართულ ოცნებას“ არ ესმის რას ნიშნავს, დეოლიგარქიზაცია, რომელიც ნახსენებია ევროკომისიის წინადადებაში, მე მათ ავუხსნი – ეს ნიშნავს დებიძინიზაციას.“– განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
კუბილიუსიზაცია არის საკმაოდ დიდი საფრთხე, რომელიც შეიძლება ევროპარლამენტს დაემუქროს. იუკნევიჩიენეც ამ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ, ეს არის ლიეტუვას ყოფილი თავდაცვის მინისტრი , რომელიც კუბილიუსის პერიოდში იკავებდა ამ პოზიციას.
ბევრი თემაა, რომელიც საკმაო სერიოზულ ეჭვებს აჩენს, ასევე, სავსებით უტაქტო, ყოველგვარ ზღვარს გადასული მათი განცხადებები ივანიშვილის მიმართ და გინდა მმართველი პარტიის თუ ხელისუფლების მიმართ.
ევროპარლამენტი არ არის იუკნევიჩიენე და არც კუბილიუსი არ არის ევროპარლამენტი, მით უმეტეს არ არის ევროკავშირი, სულ სხვა გამოწვევებია მსოფლიოს წინაშე და ევროკავშირი ამ თამაშებში არ იღებს მონაწილეობას, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ მოგვახვია თავს. ევროპარლამენტის დეკუბილიუსიზაცია უნდა მოხდეს.“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.