LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი: „როცა ცარიელი თავით ხარ, შეიძლება რაღაც სიტყვას გაეკიდო, მაგრამ რიჟვაძემ კარგად დაასაბუთა რა იგულისხმა – მთავარსარდალი, რომელმაც მიწაზე იხოხიალა“

334
Untitled design (4)

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას, რომლითაც მან 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმაურება და ამბობს, რომ რიჟვაძემ „რაც იგულისხმა, დაასაბუთა“.

ელისაშვილი რიჟვაძეს მიმართავს: „ყველა ნაომარ ბიჭს ბოდიში უნდა მოუხადოს! ანწუხელიძეა ბიჭო შენი ლაჩარი?“ 

გია ვოლსკის შეფასებით, რიჟვაძემ „ლაჩრებში“ არა შინდისის გმირები, არამედ ის ადამიანები მოიხსენია, რომლებმაც, მისივე თქმით, საკუთარი მებრძოლები ბრძოლის ველზე მიატოვეს:

„როცა ცარიელი თავით ხარ, არ გაგაჩნია ხედვა, შინაარსი და იდეა, შეიძლება რაღაც სიტყვას გაეკიდო, მაგრამ თორნიკე რიჟვაძემ კარგად დაასაბუთა, რა იგულისხმა: მთავარსარდალი, რომელმაც მთელი მსოფლიოს და იქვე სტუმრის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვალწინ იხოხიალა მიწაზე, როცა შორიდან თვითმფრინავის ხმა შემოესმა.

უფრო მეტიც, იმ სამხედროებმა, სამხედროებად წოდებულმა, მთავარსარდლად წოდებულმა ადამიანებმა მიატოვეს ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპული ბიჭების ცხედრები – ეს იგულისხმა თორნიკე რიჟვაძემ, ეს ლაჩრები, ვინც ეს გააკეთა და არა შინდისის გმირები, ან ის ბიჭები, ვინც ბრძოლის ველზე დაეცნენ.

მხედართმთავარი – მიწაზე მოხოხიალე, არის ლაჩარი. ადამიანებმა ვინც თავისი მებრძოლები ბრძოლის ველზე მიატოვეს და მილიონერები გახდნენ, ისეთები, რომლებიც ვერც ვერავის წარმოედგინა, რომ შეიძლება უქონელი ადამიანი მსოფლიოში ერთ-ერთი მდიდარი გახდეს, ისინი იგულისხმა.

კიდევ ისინი, ვინც გენერალ ბორისოვს დაუდგნენ მძღოლებად, ისინი, ვინც ეღლიცინებოდნენ, რომ „50 ათას ლარს მოგცემთ და სტალინის ძეგლს ბომბი ესროლეთო“ – ფარისევლური ადამიანები იგულისხმა თორნიკე რიჟვაძემ“, – განაცხადა განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, გუშინ, აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც თორნიკე რიჟვაძემ საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა, ხმაური იყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა სხდომაზე აჭარაში რუსეთის მოქალაქეების დასაქმების საკითხი გააპროტესტა, რაზედაც თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა: „იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც 2008 წელს ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო უვიზო რეჟიმს, ყვავილებითა და ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებს“.

რიჟვაძის ამ განცხადებას ელგუჯა ბაგრატიონი კვლავ გამოეხმაურა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართა: „შეურაცხყოფას ნუ აყენებთ იმ მებრძოლ ადამიანებს რომლებმაც 2008 წელს იბრძოლა, ის ლაჩრული ბრძოლა იყო? გუნდი ხართ ლაჩრები. ბორინკა ხომ არ არის თქვენი მხედართმთავარი?“

„ეს ამ დარგის ექსპერტებს უნდა ჰკითხოთ” – რიჟვაძის პასუხი კითხვაზე, ვინ დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g