Volvo Cars–მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უახლოეს თვეებში აშშ–ში ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებას დაიწყებს. გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ბოლო პერიოდში გაზრდილ საბაჟო ტარიფებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ართულებს ევროპიდან ამერიკულ ბაზარზე მანქანების ექსპორტს.
ახალი საწარმოო ხაზი გაიხსნება სამხრეთ კაროლინაში, იქვე, სადაც Volvo უკვე აწარმოებს რამდენიმე SUV მოდელს. კომპანიამ განაცხადა, რომ ჰიბრიდული XC60 და S90 იქნება ახალ ქარხანაში პიონერები იქნებიან.
მთავარი მიზეზი არის ტარიფები: აშშ–ს ადმინისტრაციამ წელს ევროპიდან იმპორტირებული მანქანების გადასახადი მნიშვნელოვნად გაზარდა. შედეგად, Volvo–სთვის მიზანშეწონილი აღარ იყო ევროპიდან მანქანების ჩამოტანა, ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა, წარმოება აშშ-ში გადმოეტანა.
ექსპერტების თქმით, ეს ნაბიჯი ორი მიზნის მიღწევას ემსახურება:
ამერიკელი მომხმარებლისთვის ფასების სტაბილიზაციას,
და ბრენდის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას ისეთ ბაზარზე, სადაც უკვე აქტიურად მუშაობენ BMW, Mercedes და Lexus–ი.
Volvo–ში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე პოზიტიური სიგნალია ადგილობრივი ეკონომიკისთვის — ქარხანაში ასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში ტარიფების პოლიტიკა კიდევ უფრო მეტ ევროპულ ბრენდს აიძულებს, აწარმოოს პირდაპირ აშშ–ში, რათა თავიდან აიცილონ დამატებითი ხარჯები.