LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volvo BMW i5-ისა და Mercedes-Benz EQE-ს კონკურენტს ამზადებს

132
Screenshot 2024-01-09 114348

Volvo ამზადებს ელექტრონულ სედანს, რომელმაც კონკურენცია BMW i5-სა და Mercedes-Benz EQE-ს უნდა გაუწიოს. Volvo-ს ელექტრომობილების ხაზი ამ ეტაპზე მხოლოდ კროსოვერებს და ბრენდის ისტორიაში პირველ მინივენს მოიცავს, თუმცა მწარმოებელი არ აპირებს რომ დაუთმოს იმ კონკურენტებს რომლებიც სედანებს უშვებენ. 2024 წლისთვის უნდა გამოვიდეს სედანი Volvo S90-ის შთამომავალი, რომელიც სუფთა სისხლიან ელექტრომობილად Volvo ES90-ად გადაიქცევა და წამყვან ავტომწარმოებლებს გაუწევს კონკურენციას. პროექტი კონვეიერთან უკვე ძალიან ახლოსაა.

ახალი ელექტრონული სედანი ცნობილია შიდა ქარხნული ინდექსით V551, სხვა ოფიციალურ ინფორმაციას შვედური ბრენდი სიახლის შესახებ არ ავრცელებს.

თუმცა, ინსაიდერებმა მაინც გაარკვიეს რომ ელექტრომობილის პერსპექტივაში SPA2 პლატფორმა გამოიყენება და ბაზარზე მოდელი ერთი ელექტროძრავით გამოვა. ასევე იქნება ორ ძრავიანი ვერსიაც. ES90 111 კილოვატ საათიან ელემენტს მიიღებს, სვლის მაქსიმალური მარაგი ერთი დამუხტვით 600 კილომეტრი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები