LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volvo–ს ახალი ავტომობილების მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 180 კმ/სთ იქნება

92
d5a95358631b0da4e0a50335406f09e75066f3ca

შვედური ბრენდი Volvo გამოუშვებს ავტომობილებს, რომელთა მაქსიმალური სიჩქარეც 180 კმ/სთ იქნება. ასეთი გადაწყვეტილება ავტოსაგზაო შემთხვევების შესამცირებლად მიიღეს.

Volvo–ში დარწმუნებულები არიან, რომ სასიკვდილო ავარიების დიდი ნაწილი სწორედ სიჩქარის გადაჭარბების გამო ხდება. თუმცა, ბუნებრივია, იმასაც აღიარებენ რომ დაშვებული სიჩქარის შეზღუდვა პრობლემას ბოლომდე ვერ მოაგვარებს.

სიჩქარე პირველ რიგში განახლებულ მოდელებს V90–სა და S90–ს შეეზღუდებათ. ექსპერტები ფიქრობენ, რომ 180 კმ/სთ ბალანსის დასაცავად საუკეთესო მაჩვენებელია – მგზავრობა უფრო უსაფრთხო გახდება და ბრენდი კლიენტების ლოიალურობასაც არ დაკარგავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g