LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volvo-ს ექსტრემალური მუხრუჭის სისტემამ ბავშვის სიცოცხლე იხსნა (ვიდეო)

72

ავტომატური მუხრუჭის სისტემა, რომლიც ასევე AEB-ს სახელით არის ცნობილი, გზაზე მოძრავ, ან სტატიკურ ობიექტებთან შეჯახების არიდების საშუალებას იძლევა. აღნიშნული ფუნქცია მრავალ მძღოლს არ მოსწონს – მგრძნობიარე სენსორები უმნიშვნელო დაბრკოლებაზეც რეაგირებენ და ავტომობილს ამუხრუჭებენ.

ცოტა ხნის წინ YouTube-ზე გამოჩნდა ვიდეო, სადაც აღნიშნული სისტემის ეფექტურობაა ნაჩვენები. ვიდეოში, სამგზავრო ავტობუსიდან ბავშვები გადმოდიან, ორი მათგანი კი გზაზე დაუფიქრებლად გადარბის და საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს. ბავშვები სატვირთო Volvo-ს ბორბლებქვეშ აღმოჩნდებოდნენ, რომ არა ექსტრემალური მუხრუჭის სისტემის გააქტიურება. თავდაპირველად საფრთხის აღმოჩენისას მძღოლს გაფრთხილება ეძლევა, თუკი ადამიანს რეაქცია არ აქვს, მაშინ სისტემა ავტომობილს ავტომატურად ამუხრუჭებს.

https://www.youtube.com/watch?v=cJ4qhLNYKf4

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები