LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volvo სმარტფონებს ავტომობილის ატმოსფეროზე გავლენის მოხდენას ასწავლის

45

პეკინის ავტოსალონისთვის კომპანია Volvo-მ პროტოტიპი Ambience Concept მოამზადა. სიახლე სედან S90-ის ბაზაზეა აწყობილი და მომხმარებელს სთავაზობს „შეიგრძნოს გამოცდილება, რომელიც ვიზუალურ ეფექტებს, ხმებსა და სუნს ფუფუნების ატმოსფეროს შესაქმნელად აერთიანებს“.

სპეციალური მობილური შეთავაზების დახმარებით, სამ ადგილიანი სედანის მგზავრი შვიდიდან ერთ ვიზუალურ თემას აირჩევს: „ჩრდილოეთის ნათება“, „სკანდინავიური ტყე“, „გედების ტბა“, „არქიპელაგი“, „წვიმა“, „ღამე“ და „თავისუფლება“. თემების მიხედვით იცვლება გამოსახულებაც, რომელიც სახურავზე პროეცირდება და ხმოვანი და არომატული დანამატები.

სპეციალურად Volvo-სთვის პარფიუმერიის ბრენდმა Byredo-მ ოთხი უნიკალური არომატი შეიმუშავა. Bowers & Wilkins-მა კი აუდიოსისტემაზე იმუშავა, რომელიც თავის მისადებებშია ინტეგრირებული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები