დუეტი „ლეონი“ – ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი შვილთან ერთად ამჟამად აშშ-ში იმყოფებიან. მათ გამომწერებმა უამრავი კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რჩებიან თუ არა ამერიკაში საცხოვრებლად, ამიტომაც „ლეონმა“ ახლახან მიმართვა გაავრცელა ამ თემასთან დაკავშირებით:
„თქვენ ჩვენი ოჯახი ხართ და თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ყველაფერია!.. ვრჩებით თუ არა ამერიკაში? არა!
ჩვენი გზა ისევ საქართველოშია. იქ, სადაც ჩვენი სიყვარული, ოჯახი და სიმშვიდეა…
ამერიკა იქნება საოცნებო თავგადასავალი, სავსე ახალი განცდებით, ემოციებით და რაც მთავარია, შეხვედრა ჩვენს გულშემატკივართან დიდი მადლიერების განცდით.
ჩვენთვის ბედნიერება არც ქალაქის ზომაშია, არც ქვეყნის შესაძლებლობებში…
ის იმ ადამიანებშია, ვინც გულით გიყვარს და ვინც ჩვენს დაბრუნებას სიხარულით ელოდება…
ჩვენთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე ის სითბოა, რასაც საქართველოში ვგრძნობთ.
ის სუნი, რაც დილით ჩვენს ეზოში ტრიალებს,
ის ღიმილი,რომელიც საყვარელ ადამიანებს აქვთ. ჩვენი გული საქართველოშია…
მადლიერებით დავბრუნდებით თქვენთან, საიდანაც ყველაფერი დაიწყო… მადლობა, რომ გვაძლიერებთ, ძალიან გვიყვარხართ!..“
