წერილში მოტანილი „ქართუდან“ წასვლის ეპიზოდის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, – ასე ეხმაურება „ფორტუნასთან“ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებას.
„ვრცლად შეიძლებოდა 2011 წლის ამბების მოყოლა, მაგრამ ამჯერად მოკლედ გიპასუხებთ: წერილში მოტანილი „ქართუდან“ წასვლის ეპიზოდის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ჩემთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა ამ ისტორიის დამახინჯება. ამ ეტაპზე ამ კომენტარით შემოვიფარგლები“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა „ფორტუნასთან“.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მაშინ, როცა მუქარითა და ზეწოლით „ქართუს“ სტრუქტურების დაშლას ცდილობდნენ, “იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ზეწოლას ვერ გაუძლეს და არა მხოლოდ ბრძოლაში ვერ ჩაერთნენ, არამედ ,,ქართუც“ კი დატოვეს, ხოლო ზოგიერთი ქვეყნიდანაც კი წავიდა”.
თუმცა, კადრების დეფიციტის გამო, რამდენიმე მათგანს, – მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს, ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს ისინი ახალ მთავრობაშიც კი მიიწვია.
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული განცხადება:
ჩვენს ოჯახებს აქვთ პერიოდული კომუნიკაცია – რატომ ამაყობს ირაკლი ღარიბაშვილი ბერასთან მეგობრობით?