LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვთავაზობ რუსეთის ფედერაციას იფიქროს რეპუტაციის ნარჩენებზე, ამისთვის საჭიროა მხოლოდ სამი ნაბიჯი…” – პოდოლიაკი რუსეთს “სააღდგომო ზავის“ გამოცხადებისკენ მოუწოდებს

88
podoljak-predlahaet-rf-4_main

უკრაინის მპრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი მოსკოვს მოუწოდებს “ნამდვილ სააღდგომო ზავს” დასთანხმდეს.

ამის შესახებ პოდოლიაკი საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე წერს.

როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს, რუსული არმია განაგრძობს საარტილერიო და ავიათავდასხმებს „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინელი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებენ თავს.

„რუსეთი მუდმივად უტევს მარიუპოლის “აზოვსტალს”. ადგილი, სადაც ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები იმყოფებიან, მძიმე საჰაერო ბომბების, საარტილერიო ცეცხლის და თავდასხმისთვის ძალების და აღჭურვილობის ინტენსიური კონცენტრაციის ქვეშაა“, – წერს პოდოლიაკი.

პოდოლიაკი რუსეთს მარიუპოლთან დაკავშირებით „სპეცმოლაპარაკებებს“ სთავაზობს.

“მე ვთავაზობ რუსეთის ფედერაციას იფიქროს რეპუტაციის ნარჩენებზე. ამისთვის საჭიროა მხოლოდ სამი ნაბიჯი: პირველი, გამოაცხადეთ ნამდვილი სააღდგომო ზავი მარიუპოლზე. მეორე, დაუყოვნებლივ უზრუნველყავით ჰუმანიტარული დერეფანი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და მესამე, შევთანხმდეთ მოლაპარაკებების სპეციალურ რაუნდზეს, რათა ჩვენ შევძლოთ ჯარისკაცების გაცვლა” – წერს პოდოლიაკი.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები