დღეიდან, საღამოს 20:00 საათიდან კიევში ორი დღით კომენდანტის საათი ამოქმედდება – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მოქალაქეებს დედაქალაქის მერი აფრთხილებს.
ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კომენდანტის საათი 17 მარტს 07:00 საათზე დასრულდება და იქამდე კი იკრძალება ქალაქში გადაადგილება სპეციალური საშვის გარეშე.
„ვთხოვ ყველა კიეველს, მოემზადონ იმისთვის, რომ ორი დღე მოუწევთ სახლში ყოფნა”, – თქვა ვიტალი კლიჩკომ და დასძინა, რომ განგაშის ხმის გაგონების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ გარეთ მხოლოდ თავშესაფარში მისასვლელად გავიდნენ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე