LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვუდი ალენის ახალი ფილმი, შესაძლოა, სკანდალის გამო აღარ გამოვიდეს

78

ვუდი ალენის ახალი ფილმი „წვიმიანი დღე ნიუ-იორკში“, შესაძლოა, რეჟისორსა და მის გერს შორის წარმოქმნილი სკანდალის გამო აღარ გამოვიდეს.

ფილმის დისტრიბუციით კომპანია Amazon უნდა დაკავებულიყო, თუმცა ამჯერად ამტკიცებენ, რომ ფილმი ან საერთოდ არ გამოვა, ან მისი ჩვენება კინოგაქირავების წინ აქტიური პიარის გარეშე მოხდება.

ამას გარდა, სულ უფრო დიდია იმ მსახიობების სია, რომლებიც ალენთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ.

Amazon-ის მხრიდან ამ ფაქტზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები