ცოტა ხნის წინ, HBO-მ ლეგენდარული რეჟისორის, ვუდი ალენის შესახებ დოკუმენტური ფილმი, „ალენი ფეროუს წინააღმდეგ“ გამოუშვა, სადაც ვუდის მიერ გერზე სექსუალური ძალადობის შესახებაა მოთხრობილი. სკანდალური ფილმისა და გაჟღერებული ბრალდებების მიუხედავად, მაინც მოიძებნებიან ისეთი მსახიობები, რომლებიც რეჟისორს მხარდაჭერას უცხადებენ.
ახლახანს 63 წლის შერონ სტოუნმა 85 წლის რეჟისორს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ მასთან მუშაობის დროს ვუდი საქმისადმი მაღალ პროფესიონალიზმს ამჟღავნებდა.
„ვუდისთან 19 წლიდან ვთანამშრომლობ, მასთან ერთად სამ ფილმზე ვიმუშავე და არასდროს მიგრძნია რაიმე ზედმეტი, ის შეუდარებელი რეჟისორი და საოცარი ადამიანია, რომელიც საქმეს უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება“, – აცხადებს სტოუნი.
თუმცა არიან რეჟისორის მოწინააღმდეგეებიც. კეიტ უინსლეტმა გამოცემა vanityfair-ს ინტერვიუში განაცხადა, რომ ვუდი ალენთან თანამშრომლობას ნანობს.
ცნობისთვის, უკვე 22 წელია, რაც ლეგენდარული რეჟისორი თავის გერზე, სუნ-ი პრევინზეა დაქორწინებული. მას ვუდი ალენი ყოფილ შეყვარებულთან, მია ფეროუსთან ერთად ზრდიდა. თავად ვუდი ალენი და პრევინი კი 1997 წელს დაქორწინდნენ, მაშინ ვუდი 62 წლის იყო, პრევინი კი 27.
„მასთან ქორწინების შემდეგ დავწყნარდი“- 84 წლის ვუდი ალენი გერთან ქორწინების შესახებ ალაპარაკდა