LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვუპი გოლდბერგი ტრანსგენდერ ქალებზე რეალითი-შოუს შექმნის

184

მსახიობმა და პროდიუსერმა, ვუპი გოლდბერგმა ამერიკულ მედიაკორპორაციას Oxygen ტრანსგენდერი-ქალების შესახებ რეალითი-შოუს გადაღება შესთავაზა. როგორც დასავლური პრესა წერს, შოუს გმირები ის მოდელები გახდებიან, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით მსოფლიო მოდის სააგენტოებამდე ვერ აღწევენ.

„შოუ რეიტინგული იქნება, რადგან ეს თემა საკმაოდ აქტიუალურია. ბევრი ჯერ კიდევ სტერეოტიპებით ცხოვრობს. ამ შოუთი რეალური ადამიანები რეალურ პრობლემებს დაუკვირდებიან. ისინიც, ჩვენს მსგავსად საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად იბრძვიან“, – განაცხადა ვუპიმ.

რეალითი-შოუ ეკრანებზე წლის ბოლომდე გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები