გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, ანსამბლ „სუხიშვილების“ ბალეტმეისტერი, ნინო და ილიკო სუხიშვილების დედა, ინგა თევზაძე – სამწუხარო ინფორმაციას „სუხიშვილების“ „ფეისბუკის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„ჩვენს დიდ ოჯახს გამორჩეული წევრი გამოაკლდა – საქართველოს სახალხო არტისტი, ანსამბლის ბალეტმეისტერი – ქალბატონი ინგა თევზაძე.
ინგა თევზაძის სილამაზე მხოლოდ მის გარეგნობაში არ გამოიხატებოდა: მისი კეთილშობილება, სიბრძნე, დახვეწილობა ყველას აჯადოებდა. ასეთი ადამიანები უხმაუროდ ტოვებენ დიდ კვალს და რჩებიან ჩვენს გულებში, მეხსიერებაში და ანსამბლის ისტორიაში.
ვუსამძიმრებთ ნინო და ილიკო სუხიშვილებს დედის გარდაცვალების გამო; ასევე ახლობლებს და მის მთავარ ოჯახს – ქართულ ნაციონალურ ბალეტს.
ნათელში იყოს მისი სული.
პანაშვიდი: 25 და 26 დეკემბერი, 17:00 სთ-დან. დაკრძალვა: შაბათს, 27 დეკემბერს 14:00 სთ
მისამართი: ი. აბაშიძის ქუჩა 21“, – წერია „სუხიშვილების“ მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
ჩვენს დიდ ოჯახს გამორჩეული წევრი გამოაკლდა – საქართველოს სახალხო არტისტი, ანსამბლის ბალეტმეისტერი – ქალბატონი ინგა…
Posted by სუხიშვილები – Sukhishvilebi on ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2025
