LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვწუხვარ, რომ მათთვის სააკაშვილზე უფრო დიდი ლიდერი მელია აღმოჩნდა – მოვუწოდებ, რადგან პარტია დატოვეთ, ასევე დატოვეთ ენმ-ით მიღებული მანდატები“ – წითლიძე პარტიიდან გასულ წევრებზე 

537
ანა წითლიძე

„ვწუხვარ, რომ ამ ადამიანებისთვის მიხეილ სააკაშვილზე უფრო დიდი ლიდერი ნიკა მელია აღმოჩნდა – თუ გულწრფელები არიან, უნდა დატოვონ საკრებულოში მანდატები და მაღალი თანამდებობები, რომელიც აქვთ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა და აღნიშნულით ზუგდიდში, ენმ-ის დატოვების თაობაზე საკრებულოს 14 წევრის განაცხადს გამოეხმაურა.

როგორც წითლიძემ აღნიშნა, მათ ეს ნაბიჯი უნდა გადადგან თუ გულწრფელები არიან, წინააღმდეგ შემთხვევაში „მანდატების ისეთივე ქურდები იქნებიან, როგორსაც 2016 წელს „ნაციონალური მოძრაობისგან“ გასულ ადამიანებს ეძახდნენ“.

ენმ-ის ზუგდიდის, ხობისა და ჭიათურის საკრებულოების წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ

წითლიძის თქმით, თუ ისინი მანდატებს დატოვებენ, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს სიით შეიყვანოს პარტიის წევრები.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ადამიანებისთვის ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაზე, მისი ერთიანობის მანიფესტზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ნიკა მელია.

„ვიბრძოლებთ ახალი პლატფორმიდან“ – გიორგი კირთაძემ და ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს

„ნიკა მელიასთან კომუნიკაცია გვქონდა და გადაწყვეტილება გუშინ მივიღეთ. ის უახლოეს პერიოდში გააკეთებს განცხადებას და თუკი ის ახალ პარტიას დააფუძნებს, აუცილებლად შევუერთდებით“.

ვწუხვარ, რომ ამ ადამიანებისთვის მიხეილ სააკაშვილზე უფრო დიდი ლიდერი აღმოჩნდა ნიკა მელია, როცა არ გაითვალისწინეს მიხეილ სააკაშვილის არც ერთი განცხადება და მოწოდება ერთიანობასთან დაკავშირებით.

ეს ადამიანები თავიანთი პოზიციებით ისედაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში პარტიის პოზიციებთან თანხვედრაში არ მოდიოდნენ, უბრალოდ ასე ოფიციალურად, ეს დღეს გააფორმეს. წარმატებები შემიძლია ვუსურვო და თითოეულს უნდა ესმოდეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მსგავსი არაერთხელ გაუვლია.

„ლევან, ამ სკამს ნუ ჩაეჭიდები“ – „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები ლევან ხაბეიშვილს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ

„ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში არ არის კონკრეტული გვარები, „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში არის თავის მრავალათასიანი ამომრჩეველი და არის მიხეილ სააკაშვილი.

„არც ერთი თანამდებობა არ ღირს იმად, რომ პარტიის ერთიანობა დაირღვეს – ამ სიტუაციაში გამოსავალია, ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვოს“ – გიორგი მუმლაძე

მინდა მათ მოვუწოდო – თუ თქვენ ბოლომდე გულწრფელები ხართ, რადგან დატოვეთ „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე უნდა დატოვოთ „ნაციონალური მოძრაობით“ მიღებული მანდატები საკრებულოებში და „ნაციონალური მოძრაობით“ მიღებული თანამდებობები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების, კომისიების და მაღალი ხელფასები, რომელიც მათ აქვთ მხოლოდ, იმიტომ, რომ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები“. – განაცხადა ანა წითლიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში, პარტიის 17-მა წევრმა დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები