„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ მან პარლამენტთან განაცხადა.
შიმშილობას წყვეტს გედევან ფოფხაძეც.
„საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ვაგრძელებთ საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას ბოლომდე. ამ სულისკვეთებით და მიდგომით ძალიან მიხარია, რომ ვწყვეტ შიმშილობას, რომ ყველა ერთად გადავიდეთ ძალიან აქტიურ ბრძოლის ფაზაზე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ პარლამენტთან.