LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წაართმევენ თუ არა რობოტები ადამიანებს სამსახურებს

119
Capture

ბარსელონამ მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესს(MWC) უმასპინძლა, სადაც ვიზიტორებს უახლესი მიღწევების საკუთარი თვალით ნახვის საშუალება ჰქონდათ.

გამოფენის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო როცა მსოფლიოში ყველაზე განვითარებულ ადამიანის მსგავს რობოტს, სახელად ამეკას ჰკითხეს, წაართმევენ თუ არა სამსახურს რობოტები ადამიანებს, რაზეც მან უპასუხა, რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად ართმევენ ადამიანები თავს საქმეს, სწორედ ამაზეა დამოკიდებული რობოტების წარმატება. ამის შესახებ Daily Mail წერს.

კიდევ ერთი კითხვა ეხებოდა იმას, შეძლებდნენ თუ არა რობოტები მსოფლიოს დაპყრობას, რაზეც ამეკამ უპასუხა, რომ კითხვა ძალიან საინტერესო იყო, თუმცა პასუხის გაცემა მისთვის არ იყო საინტერესო.

შეგახსენებთ, რომ არაერთი კვლევის მიხედვით მომავალი სწორედ რობოტებს ეკუთვნით და ბევრი საქმიანობა ადამიანებზე უკეთ გამოუვათ. რიკს ქვეშ კი პირველ რიგში ისეთი პროფესიებია, როგორიცაა ხმის რეჟისორი, ბუღალტერი, ჟურნალისტი, დისპეტჩერი და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები